Accessibility links

ტრამპი: სინგაპურის სამიტი "ერთადერთი შანსია" ჩრდილოეთ კორეისთვის


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სინგაპურში 12 ივნისს დანიშნული სამიტი მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის წარმოადგენს "ერთადერთ შანსს" ფხენიანისთვის - თუმცა დასძენს, რომ ამ შეხვედრას იმედით უყურებს. ტრამპი ამ განცხადებით პრესკონფერენციაზე გამოვიდა კანადაში, კვებეკში, დიდი შვიდეულის სამიტის კულუარებში, სინგაპურში გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე. ტრამპმა თქვა, "ერთ წუთში" მეცოდინება კიმ ჩენ ინი სერიოზულად თუ უყურებს ბირთვული იარაღის დათმობის საკითხსო. ტრამპის თქმით, აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები სინგაპურში წარმატებით მუშაობენ ისტორიული მნიშვნელობის სამიტის მოსამზადებლად. პარალელურად, 9 ივნისს ფხენიანიდან სინგაპურში იშვიათი პირდაპირი რეისი განხორციელდა თვითმფრინავით, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, ჩრილოეთი კორეის დელეგაციის ნაწილი იჯდა. კიმ ჩენ ინს სინგაპურში 10 ივნისს ელიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG