Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში დააჯილდოვეს რუსული ჯგუფი, რომელმაც 1968 წელს გააპროტესტა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა


ჩეხეთის რესპუბლიკამ დააჯილდოვა რვა რუსი მოქალაქე, რომლებმაც 1968 წელს მოსკოვში გააპროტესტეს საბჭოთა ძალების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარტინ სტროპნიცკიმ პრაღაში 8 ივნისს გამართულ ცერემონიაზე ჯილდოები გადასცა ჯგუფიდან ცოცხლად დარჩენილ სამ პირს - ვიქტორ ფაინბერგს, პაველ ლიტვინოვს და ტატიანა ბაიევას. 1968 წლის აგვისტოში ისინი სწრაფად დააპატიმრა კაგებემ, საბჭოთა უშიშროების სააგენტომ და უმეტესობამ წლების განმავლობაში პატიმრობა ან გადასახლება გამოიარა. წითელი არმია და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ძალები ჩეხოსლოვაკიაში შეიყვანეს რეფორმების ტალღის და "პრაღის გაზაფხულის" სახელით ცნობილი მოვლენების ჩასახშობად. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბაიევამ გაიხსენა, რომ შეჭრის ფაქტმა მას თავზარი დასცა და მაშინ თავისი პროტესტის შედეგებზე არ უფიქრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG