Accessibility links

ტრამპი ამბობს, რომ აშშ არ უერთდება G7-ის განცხადებას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ ის არ უერთდება დიდი შვიდეულის განცხადებას - რომელიც მან მანამდე მისაღებად მიიჩნია. 9 ივნისს ტრამპმა დაწერა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრის და სამიტის მასპინძლის, ჯასტინ ტრუდოს "ყალბ განცხადებებზე" დაყრდნობით, მან აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა არ შეერთებოდნენ საბოლოო განცხადებას - რომელსაც, ტრუდოს თქმით, დიდი შვიდეულის სამიტის ყველა წევრი დაეთანხმა. განცხადებაში გამოთქმულია სავაჭრო თანამშრომლობის აუცილებლობა, გაკრიტიკებულია რუსეთი და ხაზგასმულია ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების საჭიროება. "კანადის პრემიერ-მინისტრი, ტრუდო G7-ის ჩვენი შეხვედრების დროს ძალიან თვინიერად და რბილად იქცეოდა და შემდეგ, როცა მე წამოვედი, პრესკონფერენცია გამართა და თქვა 'აშშ-ის გადასახადები დიდწილად შეურაცხმყოფელია' და 'ჩვენთან ცუდი მოპყრობა არ გამოვაო'. ეს ძალიან უპატიოსნო და სუსტია. ჩვენი გადასახადები პასუხია რძის პროდუქტებზე დაწესებულ მის 270%-ზე!" - წერს ტრამპი და დასძენს: "აშშ-ის წარმომადგენლებს ვუთხარი არ დათანხმებოდნენ საბოლოო განცხადებას, და განვიხილავთ გადასახადებს მანქანებზე, რომლებმაც წალეკეს აშშ-ის ბაზარი". როიტერსი ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლის სიტყვებს - რომ ტრამპის განცხადების მიუხედავად, განცხადებას კვლავაც ყველა მხარესთან შეთანხმებულად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG