Accessibility links

ოლეგ სენცოვის ოჯახი უარყოფს, რომ შეწყალების თხოვნით პუტინს მიმართა


ოლეგ სენცოვი

უკრაინელი რეჟისორის, რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოლეგ სენცოვის დამ, ნატალია კაპლანმა უარყო, რომ პრეზიდენტ პუტინს მიმართა სენცოვის შეწყალების თხოვნით. „პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პუტინისთვის არ მიმიმართავს. საიდან მოდის ინფორმაცია არ ვიცი, შესაძლოა, უბრალოდ ვერ გაიგეს“ - დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე ნატალია კაპლანმა. მისი განმარტება მოჰყვა ბრიტანული გამოცემის, „გარდიანის“ მიერ კაპლანზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოჯახმა პუტინს თხოვა, ოლეგ სენცოვი შეიწყალოს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წინ.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მათგანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა.“

ოლეგ სენცოვი ერთი თვეა შიმშილობს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავსუფლების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG