Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა


ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 15 წარმომადგენელი დაიღუპა ყუნდუზის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „თალიბანის“ წევრები თავს დაესხნენ ერთ-ერთ საგუშაგოს. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 10 ჯარისკაცი და 5 პოლიციელი. 11 ივნისს, 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზნის პროვინციაშიც, სადაც მიკროავტობუსი აფეთქდა გზაზე დატოვებულ ნაღმზე. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, ღაზნის პროვინციაში „თალიბანი“ თავს დაესხა პოლიციელებსაც, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს. მოკლულია სულ მცირე 3 პოლიციელი და 10 თავდამსხმელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG