Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს


დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ხელს აწერენ ერთობლივ დოკუმენტს. სინგაპური, კუნძული სენტოსა, 2018 წლის 12 ივნისი
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ხელს აწერენ ერთობლივ დოკუმენტს. სინგაპური, კუნძული სენტოსა, 2018 წლის 12 ივნისი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სინგაპურში მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს. დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ელის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დაწყებას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება შეძლო და მასთან შეხვედრა პატივი იყო. ჟურნალისტების შეკითხვას, მიიწვევს, თუ არა კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რა თქმა უნდა.

აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა დღეს დილით გაიმართა სინგაპურის საკურორტო კუნძულ სენტოსაზე მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „კაპელაში.“ თარჯიმნების მონაწილეობით პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებას შეუერთდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური მრჩევლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG