Accessibility links

ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა


ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. ქალაქის ხელისუფალთა ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სანიაღვრე ჭების გაწმენდა. მობილიზებულნი იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა მეჯვრისხევსა და ზერტში, სადაც დაიტბორა ათზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დატბორილია ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთებიც. წყლის ამოსატუმბად მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეჯვრისხევი და ზერტი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობენ.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის საუბნო გზები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფელ კალაურში ვენახებიც დაიტბორა. სტიქიის ზონაში გზებს სპეციალური ტექნიკით წმენდენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG