Accessibility links

ტრამპი: კიმ ჩენ ინმა გამოხატა დენუკლეარიზაციის „ურყევი მხარდაჭერა“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოხატა კორეის ნახევარკუნძულის სრულის დენუკლეარიზაციის „ურყევი მხარდაჭერა“, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები ჯერ ძალაში დარჩება. ეს განცხადება ტრამპმა გააკეთა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც იმართება სინგაპურში კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრის შემდეგ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ბოლოს მოუღებს სამხედრო წვრთნებს - მან, როგორც ჩანს, იგულისხმა სამხედრო წვრთნები, რომელთაც რეგულარულად ატარებენ აშშ და სამხრეთი კორეა. ტრამპმა დადებითად უპასუხა რამდენიმე შეკითხვას იმის შესახებ, შეეხო თუ არა კიმთან შეხვედრისას საუბარი ადამიანის უფლებებს ჩრდილოეთ კორეაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG