Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია საგარეჯოს საკრებულოს წევრი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი. მათ ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და იქ არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ცნობითვე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგარეჯოს საკრებულის წევრი კონსტანტინე ღ. და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ამ პირებს ემუქრება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG