Accessibility links

ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პუტინის მეხუთე კოლონა უწოდა ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს


გი ვერჰოფსტადტი

ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა გი ვერჰოფსტადტმა ევროპის ზოგიერთი მემარჯვენე და მკვეთრად მემარჯვენე პარტიის ლიდერები დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინტერესების გატარებაში.

ვერჰოფსტადტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ევროპაში არსებობს მეხუთე კოლონა - პუტინის გულშემატკივრები, რომლებსაც სურთ შიგნიდან გაანადგურონ ევროპა და ლიბერალური დემოკრატია. ევროპარლამენტის წევრმა ასეთ პოლიტიკოსებად დაასახელა ფრანგი, ჰოლანდიელი, ბრიტანელი და იტალიელი მემარჯვენეები და ულტრა-მემარჯვენეები მარინ ლე პენი, გერტ ვილდერსი, ნაიჯელ ფარაჯი და მატეო სალვინი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. ვერჰოფსტადტის განცხადებით, ისინი კრემლის ფულს და აგენტურას იყენებენ.

ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზნით რუსეთთან შეთქმულებაში დაადანაშაულა ბრიტანელი ბიზნესმენი არონ ბენკსი. ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერ ერთ-ერთ კამპანიას სწორედ არონ ბენკსი აფინანსებდა. მისმა ადვოკატმა, განაცხადა, რომ გი ვერჰოფსტადტი ბენკსის რეპუტაციას ხელყოფს და ბელგიელ პოლიტიკოსს მოუწოდა, ტვიტერიდან განცხადება წაშალოს. თავად არონ ბენკსმა რუსეთისგან დაფინანსების ბრალდებას აღმაშფოთებელი უწოდა და ვერჰოფსტადტს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

ამასთან, ამერიკული ტელეკომპანია CNN თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არონ ბენკსს პოლიტტექნოლოგ ენდი ვიგმორთან ერთად მუდმივი კონტაქტი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მაღალჩინოსნებთან. CNN-ის ცნობითვე, 2015-2016 წლებში ბენკსს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ექვსი ოქროს მაღაროს შეერთებაში კომპანიასთან, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნოდა რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის ყოფილ მოადგილეს, კირილ ანდროსოვს. თავად ბიზნესმენი არონ ბენკსი ირწმუნება, რომ გარიგების შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG