Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს


მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე შესაძლოა, აღარ იყოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში. ჟურნალისტების შეკითხვას, დარჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტის წევრად, ჯანელიძემ უპასუხა: „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მიღწეულ იქნა შედეგები, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, გუნდთან მექნება კონსულტაციები.“

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს ყველა იმ განცხადებას, რომელიც 13 ივნისს გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა. „ვფიქრობ, მან იმაზე მეტიც გააკეთა და მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე ეს ბრიფინგზე აღნიშნა და დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მომავალი წარმატებები როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე ეკონომიკის განვითარების კუთხით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG