Accessibility links

ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არსებული სამთავრობო გუნდიდან უნდა შეირჩეს


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯერჯერობით არასწორი იქნება იმის თქმა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, ლოგიკურია მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია, რომ მას ჰქონდეს განსაკუთრებული ეკონომიკური გამოცდილება. „ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ხუთ საათზე დანიშნულ სხდომაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG