Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს აკრიტიკებს


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასერიოზული უწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ პრემიერ-მინისტრების არჩევა-გადადგომის პრინციპი გაუგებარია და მასკარადს ჰგავს. „მართლა გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის გარანტი რაღაცეების, გარანტი მათ შორის, კონსტიტუციური სისტემის თუნდაც სიმბოლურად მაგრამ მაინც, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ბათუმში, სადაც საერთაშორისო კონფერენციის, „საქართველოს ევროპული გზის“ გახსნას დაესწრო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო დემოკრატიაა და ამ სისტემაში მთავრობის შეცვლა ნორმალური, ჯანსაღი მოვლენაა. კობახიძის შეფასებით, ეს სამწუხარდ, ჯერაც უცხო ხილია, რადგან 90-იანი წლებიდან საქართველოს უწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გაგრძელდება ქვეყნის განვითარება და მთავარი იქნება მიღწევების შენარჩუნება და ხარვეზების მთლიანად გამოსწორება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG