Accessibility links

თალაკვაძე: მინისტრობის კანდიდატებზე მსჯელობა დღეს არ ყოფილა


არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით მსჯელობა არ ყოფილა.“ თალაკვაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დარჩება, თუ არა თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, მინისტრობის კანდიდატების შესახებ მსჯელობა გაგრძელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად და შემადგენლობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG