Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა


მთავარი პროკურორის პოსტზე ბოლო ინფორმაციით, შვიდი კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: პაატა შავაძე, რომელიც დაასახელა საქართველოს ანტიკორუფციულმა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნულმა ცენტრმა და სხვებმა; ზურაბ ჯორბენაძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“; გია ბერძენიძე - „მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“, გენერალთა კლუბი, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების „საერთაშორისო ფონდი“ და სხვა; ნანა რევაზიშვილი - „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი“, „საქართველოს იურისტთა გილდია“ და სხვა. მათ დაემატა გრიგოლ გაგნიძე, რომელიც „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა. გიორგი გოგაძე, რომელიც ასევე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ დაასახელა და იოსებ ბაჩიაშვილი, რომელიც პროკურორის პოსტზე სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“ წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა 4 ივნისს დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. კანონით, ახალი მთავარი პროკურორი ერთი თვის ვადაში უნდა შეირჩეს და დაინიშნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG