Accessibility links

მმართველი გუნდი აფასებს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს 


მმართველი გუნდი აფასებს მოსალოდნელ ცვლილებებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:44 0:00

„კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ძალიან ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელების შემდეგ. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, პრემიერმინისტრობის პოსტზე წარსადგენად შეირჩა მისი „გამორჩეული განათლების და მრავალმხრივი გამოცდილების“ გათვალისწინებით და ის „წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“.

საქართველოს წინაშე მდგარი პრიორიტეტები არის „სწრაფი წინსვლა და ეკონომიკური განვითარება და საბანკო სფეროში რეგულაციები“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომლის მოსაზრებითაც, მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობის შემთხვევაში ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელი გახდება.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს, ამ საკითხზე მმართველი გუნდი კონკრეტულ პასუხებს არ იძლევა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან ერთად მმართველი გუნდი კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის თაობაზე.

კონკრეტული მინისტრების შეცვლის თაობაზე „არც ერთი სიტყვა არ თქმულა“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე სიტყვებით, გუნდი, მამუკა ბახტაძესთან კონსულტაციის შემდეგ, უახლოეს დღეებში დაასახელებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG