Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოში უჩივის ქალს, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა


პაპუნა უგრეხელიძე
პაპუნა უგრეხელიძე

საჯარო რეესტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ ქალს, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, სასამართლოში უჩივლა. პაპუნა უგრეხელიძემ ამის თაობაზე პოსტი გამოაქვეყნა თავის ფეისბუკის გვერდზე.

„დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებმაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს", - დაწერაპაპუნა უგრეხელიძემ.

პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა 27მარტს დატოვა „ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება“ - დაწერა 27 მარტს, ფეისბუქის პირად გვერდზე პაპუნა უგრეხელიძემ. მან „შეთითხნილი“ უწოდა სახალხო დამცველის დასკვნას, რომლის მიხედვით, 2017 წლის მაისში დადგინდა, რომ უგრეხელიძე ყოფილ თანამშრომელს სქესის ნიშნით ავიწროებდა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

1996 წლიდან პაპუნა უგრეხელიძე არაერთ კერძო და საჯარო სტრუქტურაში იკავებდა მაღალ თანამდებობას.

ქალმა, რომლის მიმართაც სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, ომბუდსმენს 2016 წლის აგვისტოში მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG