Accessibility links

მარნეულის მერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს


რუსთავის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს კანონმდებლობით, ბრალდებულის დაცვის მხარეს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის 48 საათი აქვს.

გაგი მოსიაშვილი
გაგი მოსიაშვილი

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რადგან პროკურატურა მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა. მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG