Accessibility links

თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს ელიან


16 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს ორ მაღალი რანგის მიტროპოლიტს ელიან თბილისში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდვინის მიქაელ ბოტკოველის თქმით, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.

„მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები ასევე 17 ივნისს, უწმინდესის საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი).

უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა), რომლის თქმითაც, თუკი უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან მიიღებს ავტოკეფალიას, ეს ფაქტი მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს აფხაზეთის საეკლესიო საკითხთან მიმართებითაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG