Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო ამკაცრებს სასკოლო ექსკურსიების წესებს


ლია გიგაური
ლია გიგაური

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მკაცრდება სასკოლო ექსკურსიების წესები. მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, ექსკურსიებს დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება და შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება, თუმცა, მკვეთრად გაძლიერდება უსაფრთხოების ნორმები. მათ შორის, სკოლას დაევალება გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, თუ ექსკურსია ორგანიზებული იქნება არა საგანმანათლებლო დაწესებულების, არამედ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი იქნება სკოლის ინფორმირება და ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირის ყოფნა, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

დღეს საქართველოში მოქმედებს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, თუმცა, ეს წესები ვრცელდება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებზე და არა თვითორგანიზებულზე.

9 ივნისს, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა. დაიღუპა 1 ბავშვი და 3 ქალი. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG