Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიამ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას მაკედონიის სახელის ცვლილებაზე


საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები ხელმოწერის ცერემონიის დაწყების წინ
საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები ხელმოწერის ცერემონიის დაწყების წინ

მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის სახელის შეცვლას და მისთვის „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის“ დარქმევას ითვალისწინებს. მოვლენას ესწრებოდნენ საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები, ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პრესპას ტბაზე, რომელიც ჩრდილეთ საბერძნეთს, მაკედონიასთან და ალბანეთთან აკავშირებს. ამ შეთანხმებით წერტილი ესმება მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთის მრავალწლიან უთანხმოებას მის მეზობელ, ახალგაზრდა ბალკანურ სახელმწიფოსთან, რომელიც ამის გამო ვერ ახერხებდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. აშშ-ი, ევროკავშირი და ნატო მიესალმნენ საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების მიღწევას. თუმცა, მაკედონიისათვის სახელის გადარქმევას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა როგორც ათენში, ისე სკოპიეში. შეთანხმების ძალაში შესვლას ორივ ქვეყნის პარლამენტების მხარდაჭერა სჭირდება. მაკედონიაში ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG