Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება


"ქართული ოცნების" ოფისი

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს მთავრობის შემადგენლობა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. „მე როგორ ვიცი, ზოგადად, გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს მას დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში" - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს 15 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 16 ივნისს განაცხადა, რომ ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG