Accessibility links

საქართველოს პარლამენტში იწყება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა


დღეს თბილისში გაიმართება საქართველოს პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „საქართველოს პატრიოტების“ და საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის სხდომები, რომლებზეც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. სხდომები 10-დან 17 საათამდე ჩატარდება. ხვალ ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კენჭი ეყრება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებად დასახელებულნი არიან მინისტრების მოადგილეები დავით ზალკალიანი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ნიკოლოზ გაგუა. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. მამუკა ბახტაძის განმარტებით, ამ ეტაპზე პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინა მინისტრთა კაბინეტის ფორმალური შემადგენლობა. ბახტაძის განცხადებით, ახალი სამთავრობო პროგრამით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე უნდა შემცირდეს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და დრო სჭირდება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG