Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში გაიმართება მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე მოთხოვნით


დუისში 2018 წლის 20 აპრილსაც გაიმართა აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარების მოთხოვნით
დუისში 2018 წლის 20 აპრილსაც გაიმართა აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარების მოთხოვნით

დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართება ადგილობრივ მცხოვრებთა აქცია. ისინი მოითხოვენ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარებას და დასჯას იმ პირისა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებმაც სპეცოპერაცია არასწორად დაგეგმეს. გარდაცვლილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაიმართება აქცია, "ნუ მომკლავ" - ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. დუისსა და თბილისში აქციები 14 საათზე დაიწყება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე პირის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპერაციის ხელმძღვანელებს სახლი შეეშალათ. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს საქართველოს პროკურატურა იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG