Accessibility links

ლევან იზორიამ არ იცის შეინარჩუნებს თუ არა მინისტრობას მომდევნო, განახლებულ მთავრობაში


ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან იზორიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, დარჩება, თუ არა ის მინისტრად მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, რომელიც პარლამენტს სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, დაახლოებით სამ კვირაში წარედგინება. სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იზორია შესაძლოა, აღარ იყოს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში.
"ვრჩები, თუ არა მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა, ასე, რომ დაველოდოთ. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, გვაქვს ამ გეგმის განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც აღიარებულია ნატოს მიერ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამ გზაზე გვჭირდება ძალისხმევის მობილიზება იმისთვის, რომ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი გაწევრიანება, მივაღწიოთ“ - განუცხადა 19 ივნისს ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG