Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევადა-ცენტრის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას პუტინის პრეზიდენტობა სურს 2024 წლის შემდეგაც


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

კვლევითი ორგანიზაციის, „ლევადა-ცენტრის“ მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვით, რუსეთის მოქალაქეთა 51%-ს სურს, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი იყოს ამჟამინდელი ვადის ამოწურვის, ანუ 2024 წლის შემდეგაც. პუტინის პრეზიდენტობა აღარ სურს გამოკითხულთა 27%-ს. შარშან ჩატარებული გამოკითხვით, 2018 წელს პუტინის პრეზიდენტად არჩევა სურდა 67%-ს. 2018 წლის მაისში, რუსეთის დუმას წარედგინა ჩეჩნეთის პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ზედიზედ სამი ვადით გაგრძელებას. ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებით, სანამ ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელადაა, სხვა პრეზიდენტზე არც კი უნდა იფიქრონ.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ 2018 წლის მაისში, რუსეთის 136 დასახლებულ პუნქტში ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტების 57%-ს სურს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ცვლილებები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 42%-ს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG