Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას დადებითად აფასებს ამერიკელთა 45% - ეს შედეგი აჩვენა ანალიტიკური ცენტრის Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. დონალდ ტრამპს ასეთივე რეიტინგი ჰქონდა მხოლოდ 2017 წლის დასაწყისში, ინაუგურაციიდან პირველ კვირაში, მას შემდეგ კი, საშუალოდ 39%-ს შეადგენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის ბოლოდროინდელი ზრდა სავარაუდოდ, უკავშირდება მის შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან. Gallup-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამჟამად მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის წევრთა 90% და დემოკრატთა 10%. უპარტიო ამომრჩევლებს შორის ტრამპის რეიტინგი 42%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG