Accessibility links

შსს სარეკლამო რგოლით მოუწოდებს მოქალაქეებს გახდნენ პოლიციელები


შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში მოქალაქეები მედიასაშუალებებით იხილავენ სარეკლამო კლიპს, რომელიც მოუწოდებს, გახდნენ პოლიციის თანამშრომლები: „ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი სურვილი მოქალაქეებში სულ უფრო და უფრო იზრდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე. გახარიას თქმით, წლის ბოლოსთვის შეიქმნება სამი ძირითადი ფუნქციის მატარებელი კრიმინალური პოლიცია: საუბნო მართლწესრიგის, საგამოძიებო და ოპერატიული. "საუბნოს ნაწილში არსებული თანამშრომლებიდან უკვე ამორჩეული გვყავს 80 პოლიციელი, რომლებმაც უკვე დაასრულეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა. იგივე მდგომარეობა გვაქვს საგამოძიებო ნაწილშიც“ - განაცხადა გახარიამ

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG