Accessibility links

დავით ზალკალიანი: „საქართველოს ნატოს სამიტიდან ხელშესახები შედეგით დაბრუნდება“


„საქართველო ნატოს მომავალი სამიტიდან ხელშესახები შედეგით დაბრუნდება“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან ბმაში იყოს ასახული: “2018 წლის 16 მაისს, ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები ყველა მიმართულებით. არა მარტო სამხედრო-თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმის კუთხით, არამედ იმ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, რა რეფორმებსაც ქვეყანა ახორციელებს. ასე რომ მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ის რეალობა, რომელიც არის ქვეყანაში, იგივე ჩვენს ხელთ არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების კონტექსტში, იყოს ადეკვატურად შეფასებული.“

დავით ზალკალიანის განცხადებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც 10-11 ივლისს გაიმართება, საქართველო ადეკვატურად წარმოჩინდეს შესაბამის ფორმატებში. კერძოდ, ნატოს სამიტის დეკლარაციაში აისახოს პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტში. დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული სამიტია, რადგან 10 წელი შესრულდა, როგორც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, ისე ნატო-საქართველოს კომისიისა და ეროვნული პროგრამის ინიცირებიდან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG