Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან აშშ-ის გასვლით


ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების გამო. მოგერინის განცხადებით, აშშ ყოველთვის წინა პლანზე იყო მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და მისი გადაწყვეტილება საფრთხე უქმნის აშშ-ის, როგორც ლიდერის და დემოკრატიის მხარდამჭერის როლს. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, კვლავ ერთგულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი და მხარს უჭერს საბჭოს ეფექტურ და ქმედით ფუნქციონირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG