Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს მოკრივე ავთანდილ ხურციძე


ავთანდილ ხურციძე
ავთანდილ ხურციძე

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია. პროკურორის, ჯეფრი ბერმანის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა შულაია და ხურციძე ერთხმად ცნეს დამნაშავედ გამოძალვასა და წევრობაში ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომელიც მოქმედებდა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ნევადაში და საზღვარგარეთ. პროკურორის ინფორმაციით, შულაიას და ხურციძის დანაშაულებრივი სქემა მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობას, ნაძარცვით ვაჭრობას და თაღლითობას. მოსამართლე ავთანდილ ხურციძეს და რაჟდენ შულაიას განაჩენს მოგვიანებით გამოუტანს. ავთანილ ხურციძე ამერიკელმა სამართალდამცავებმა 2017 წლის ივნისში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG