Accessibility links

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს


ქუთაისში დაიწყო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. სამთავრობო პროგრამას: “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დეპუტატებს აცნობს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე. ის პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დაიწყება კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას პარლამენტისგან ნდობის მისაღებად სჭირდება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ნდობის მიღების შემთხვევაში, მთავრობის ეს შემადგენლობა იმუშავებს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში აისახება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივა სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების შესახებ, მამუკა ბახტაძე პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

მთავრობას უნდობლობას უცხადებენ პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG