Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: არ ვაპირებთ გამუდმებით ცხრაწლიან მმართველობაზე საუბარს


„პირდაპირ და გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენი გუნდისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ორიენტირი, რომელზეც გეზი უნდა ავიღოთ“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

„ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე, მინდა ყურადღება გავამახვილო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს, მაგრამ როცა ვისმენთ ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხებთ და შევახსენებთ იმ სტატისტიკას, რაც ჰქონდათ ჩვენს წინამორბედებს. უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკლავება, რაც დგას ჩვენი ერის და ხალხის წინაშე, ამიტომ ჩვენი პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. ვისურვებდი, რომ დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად“, - თქვა მამუკა ბახტაძემ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის („თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“) ნდობის გამოცხადების საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG