Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ჯარისკაცები ემსხვერპლნენ ქვეყნის დასავლეთში მომხდარ თავდასხმას


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 11 ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ბადღისის პროვნიციაში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად. სამინისტროს პრესმდივანმა, მუჰამედ რადმანიშმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ დაჭრილია 9 სამხედრო. ამასთან, ბადღისის პროვინციის გუბერნატორის ოფისში განაცხადეს, რომ ორ საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 30 ჯარისკაცი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მსხვერპლია თავდამსხმელებს შორისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG