Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ გამოაქვეყნა წმინდა სინოდის სხდომის ოქმი


21 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება. სხდომას თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, სინოდმა განსაზღვრა ილია II-ის მოსაყდრის, მეუფე შიოს სტატუსი. იგი გახდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

რიგ სხვა საკითხებთან ერთად სინოდმა იმსჯელა საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ ვითარებაზე. „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას“, ნათქვამია კრების ოქმში. კრების თანახმად, უნდა გაძლიერდეს აბორტის, განსაკუთრებით, შერჩევითი აბორტის წინააღმდეგ პროპაგანდა.

როგორც ოქმიდან ჩანს, კრებამ იმსჯელა ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრობლემებზე. ოქმში ნათქვამია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას“.

კრებაზე იმსჯელეს უკრაინის ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაზე. საპატრიარქოს თანახმად, კრება გაეცნო ამ საკითხე საპატრიარქოში შესულ წერილებს, თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG