Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, პროკურორმა თავად დაუსახელა მეორე სავარაუდო მკვლელის ვინაობა


თბილისში მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელზეც უსმენენ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. სხდომას ესწრება მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. სხდომის დაწყებისას ზაზა სარალიძემ კომისიის წევრებს გააცნო საქმის პროკურორებთან, ინა გუგუშვილსა და ზვიად ფხაკაძესთან მისი რამდენიმე საუბრის შინაარსი. სარალიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი საუბრისას მის მიერ გამოხატული უკმაყოფილების საპასუხოდ გუგუშვილმა უთხრა, „ბევრს თუ ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთო,“ ხოლო როცა გააფრთხილა, რომ არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა, არასრულწლოვნებს შორის ომი დაიწყოს, გუგუშვილმა უთხრა, რომ ეს მისი პრობლემა არ არის.

ზაზა სარალიძის განცხადებითვე, ერთ-ერთი საუბრისას პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ თავად დუსახელა მეორე შესაძლო, მკვლელის ვინაობა. სარალიძის თქმით, როცა ფხაკაძეს უთხრა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, მისი შვილის ერთ-ერთი მკვლელი მიხეილ კალანდიაა, პროკურორმა თავად წამოიყვირა მეორე სახელი და გვარი გ.მ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG