Accessibility links

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე პარტიას და საარჩევნო კომისიას


პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელი მოაწერა რუსეთის 30 იურიდიული და 14 ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესების განკარგულებას. ანექსირებულ ყირიმში რუსეთის დუმის არჩევნების უკანონოდ მომზადების და ჩატარების გამო სანქციები დაუწესდა პარტიებს: „ედინაია როსიას,“ „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას,“ „კომუნისტურ პარტიას,“ „როდინას,“ „რუსეთის პატრიოტებს,“ „აგრარულ პარტიას“ და „დემოკრატიულ პარტიას.“ ასევე, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს, ელა პამფილოვას და საზოგადოებრივ მოძრაობებს და ორგანიზაციებს: „საბრძოლო ძმობას,“ „პენსიონერთა კავშირს“ და „ავღანეთის ვეტერანთა კავშირს.“ სანქციების სიაში არიან რუსი მილიარდერი არკადი როტენბერგი და მისი ოჯახის წევრებიც. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას და ფიზიკური პირებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG