Accessibility links

რუსეთის ავიაციამ დარტყმები მიაყენა სირიელი მეამბოხეების პოზიციებს


წუხელ ღამით რუსეთის თვითმფრინავებმა დარტყმები მიაყენეს მეამბოხეების პოზიციებს სამხრეთ-დასავლეთ სირიაში. ამის შესახებ სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი იტყობინება ადგილობრივ წყაროებზე დაყდნობით.

მოსკოვის მოკავშირის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს იერიში მეამბოხეთა პოზიციებზე. მაგრამ შაბათამდე რუსეთის ჯარები იერიშში არ მონაწილეობდნენ.

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა დამასკი სერიოზული შედეგების შესახებ, თუკი ის გააგრძელებს იერიშს ე.წ. „დეესკალაციის ზონაში“, რომლის შექმნის თაობაზეც შეთანხმდნენ ადრე აშშ და რუსეთი. მაგრამ, როგორც როიტერსი იტყობინება, აშშ-მა სირიელ მეამბოხეებს განუცხადეს, რომ სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენენ მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG