Accessibility links

როგორც ჩანს, ტრამპი და პუტინი „არც ისე შორეულ მომავალში“ შეხვდებიან


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი აპეკის სამიტზე ვიეტნამში. 2017 წლის 11 ნოემბერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაკი პომპეომ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, „არც ისე შორეულ მომავალში“ გამართავს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. თეთრმა სახლმა 21 ივნისს გამოაცხადა, რომ მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, მომავალ კვირაში მოსკოვში გაემგზავრება შეხვედრის გამართვის შესაძლებლობებზე მოსალაპარაკებლად. ტელეკომპანია ენბისისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 23 ივნისს გავიდა ეთერში, პომპეომ თქვა, რომ ტრამპი პუტინს არც ისე დიდი ხნის შემდეგ შეხვდება, მას მერე, რაც მოსკოვში ბოლტონის ვიზიტი გაიმართებაო. პომპეოს თქმით, აშშ „ცდილობს, გამონახოს ადგილები, სადაც ჩვენი ინტერესები თანხვდება, მაგრამ დაიცვას ამერიკის ინტერესები იქ, სადაც ასეთი თანხვედრა არაა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG