Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ ერდოანი და მისი მმართველი პარტია


მიმდინარეობს ხმების დათვლა თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნები განიხილება გამოცდად პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანისთვის, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს ქვეყანას სულ უფრო მეტად ავტორიტარული სტილით. სახელმწიფო მედიის თანახმად, ხმების 24%-ის დათვლის შემდეგ ერდოანი ლიდერობდა 58,8%-ით.

ერდოანი ხმას აძლევს სტამბოლის საარჩევნო უბანში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

მის უახლოეს მეტოქეს, მუჰარემ ინჯეს, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, 26,9% ჰქონდა. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს 50%-ზე მეტს, მომავალ თვეში კენჭისყრის მეორე რაუნდი გაიმართება.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ადრე დაქსაქსული ოპოზიციური პარტიები ახლა ერთობლივად ცდილობენ დაასრულონ, როგორც თავად აცხადებენ, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სვლა „ერთპიროვნული მმართველობისკენ“. ხმების 10%-ზე ნაკლების დათვლის შედეგად 53%-ით ლიდერობს ერდოანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია.

ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე პრეზიდენტმა ერდოანმა აპრილში გამოაცხადა ვადამდელი (დაგეგმილზე 17 თვით ადრე) საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

2017 წლის რეფერენდუმის შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადადის და მომავალი პრეზიდენტის გაზრდილ ძალაუფლებას უზრუნველყოფს, აუქმებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და აუქმებს არაერთ ბერკეტს, რითაც პარლამენტს საპრეზიდენტო ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენებისგან დაზღვევის საშუალებას უსპობს. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა არჩევნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG