Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში დარღვევებზე მიუთითებს


თურქეთის ოპოზიცია შეშფოთებულია დარღვევების შესახებ ცნობებით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც დღეს ტარდება. მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ბულენტ ტესკანმა დაასახელა რამდენიმე საჩივარი, რომლებშიც საუბარია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე საარჩევნო კომისიების მუშაობაზე. მისი სიტყვებით, ოფიციალურმა პირებმა უკვე მიმართეს შესაბამისი განცხადებებით თურქეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი თვითმხილველის მონათხრობით იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივ ჩაყრას ურნაში. სხვა უბანზე კი წუხელ შეიტანეს ურნაში ჩაყარეს რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიის მხარდამჭერი ასობით ბიულეტენი ჩაყარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG