Accessibility links

წინასწარი მონაცემებით, ერდოანმა 54%-მდე მოაგროვა, მისმა პარტიამ - 43%


წინასწარი მონაცემების თანახმად, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ლიდერობენ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია. არჩევნები განიხილება გამოცდად ერდოანისთვის, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს ქვეყანას სულ უფრო მეტად ავტორიტარული სტილით. მას მერე, რაც დათვლილია ხმების 87%-ზე მეტი, წინასწარი მონაცემებით, ერდოანი ლიდერობს 53,7%-ით. მის უახლოეს მეტოქეს, მუჰარემ ინჯეს 30,2% აქვს. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური.

ხმების 88%-ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც ლიდერობს ერდოანის პარტია. მას 43% აქვს. მთავარი ოპოზიციური პარტია, სახალხო რესპუბლიკური პარტია, 22%-ით მეორე ადგილზეა. პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია, როგორც ჩანს, გადალახავს 10%-იან ზღვარს და შეძლებს პარლამენტში ადგილების მოპოვებას. ორივე არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 87%-მა მიიღო მონაწილეობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების წინასწარი მონაცემები მანიპულირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG