Accessibility links

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს ოლეგ სენცოვის შეწყალების თხოვნით


ვლადიმირ პუტინი და ტორბიორნ იაგლანდი. მოსკოვი, 2018 წლის 20 ივნისი

დღეს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაუგზავნის ოფიციალურ თხოვნას, უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის შეწყალების შესახებ. ინფორმაცია DW-ს დაუდასტურა გენერალური მდივნის მოადგილემ, დანიელ ჰოლტგენმა. მისი განმარტებით, იაგლანდს, როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ამის უფლება აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. 20 ივნისს, ტორბიორნ იაგლანდი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სახალხო დამცველს. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სერგეი ლავროვს და ტატიანა მოსკალკოვას მოუწოდა ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც სასჯელს ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის, 14 მაისიდან შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი 64 უკრაინელის გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG