Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავამ ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადა


ზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა

14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი. ისინი სამართალდამცავებმა 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირს შეუფარდა ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო ტემპერატურის, მუხტის დახშობა და იმ სიტუაციის განეიტრალება, რაც ხდებოდა რუსთაველზე“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კუპრავამ. მისივე შეფასებით, „ბრძოლამ თავის შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა.“

„თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა კვირიკაძეთი, დამნაშავეები დაუსჯელები არიან, სისტემა მართალია, მორყეულია მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას, ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ გაგრძელდება“ - განაცხადა კუპრავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG