Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქუჩის ბიჭების" წევრზე თავდამსხმელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ


ჯგუფის, „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკის რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, ქირურგიულ ოპერაციამდე ნოზაძის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში იყო. მომღერალი 25 ივნისს, საკუთარ სახლთან დაჭრეს ავტომანქანაში, რომელშიც თვითმხილველთა ცნობით, ორი გოგონა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდლობის მუხლით. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG