Accessibility links

მაკედონიის პრეზიდენტი არ დათანხმდა ქვეყნისთვის სახელის შეცვლას


მაკედონიისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეთა აქცია. სკოპიე, 2018 წლის 23 ივნისი

მაკედონიის პრეზიდენტმა, გიორგე ივანოვმა ხელი არ მოაწერა საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას ახალი სახელის, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის“ შესახებ, რომლის რატიფიკაცია პარლამენტმა 20 ივნისს განახორციელა. ივანოვის განცხადებით, მაკედონიის სახელმწიფოსთვის სახელის შეცვლა საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას. პრეზიდენტის შეფასებითვე, საბერძნეთთან კომპრომისი ნიშნავს, რომ მაკედონია ემორჩილება ათენის ნებას და მასზე დამოკიდებული ხდება. პარლამენტში რატიფიცირებული დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში, მაკედონიაში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე.

17 ივნისს, მაკედონიამ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას, რომლის თანახმად, საბერძნეთი მეზობელ მაკედონიას აღიარებს ახალი სახელით, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.” ათენმა პირობა დადო, რომ სახელის შეცვლის შემდეგ, წინააღმდეგობას აღარ გაუწევს ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის მიღებას. ამ შეთანხმებამ მაკედონიაში გამოიწვია ხალხმრავალი საპროტესტო აქციები.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის დავა 1991 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც ყოფილი იუგოსლავიის ამ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტის მიზეზია საბერძნეთის შემადგენლობაში ასეთივე სახელწოდების, მაკედონიის ოლქის არსებობა. 27 წლიანი უთანხმოების გამო, გაეროში მაკედონიის ოფიციალური სახელწოდებაა „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG