Accessibility links

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისათვის აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლითაც აშშ-ში ჩასვლა ეკრძალებათ რამდენიმე, უმეტესწილად მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს. გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას მიემხრო ცხრა მოსამართლიდან ხუთი, წინააღმდეგი იყო ოთხი. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი, რომ აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა ახდენს მუსლიმთა დისკრიმინაციას. მანამდე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს აკრძალვა, რომელსაც აკრიტიკებენ მიგრანტები და უფლებადამცველები. ტრამპის განკარგულებით, აშშ-ში შეშვებაზე უარს ეუბნებიან ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სომალის, სირიის, ვენესუელისა და იემენის მოქალაქეთა უმრავლესობას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG