Accessibility links

რუსი მილიარდერის კომპანია მოითხოვს მისთვის აშშ-ში წაყენებული ბრალდების მოხსნას


რუსი მილიარდერი ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის კომპანია „კონკორდ მენეჯმენტი“, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კომპანიაზე ზეგავლენის მოსახდენი პროპაგანდის დაფინანსებაში მონაწილება, ამერიკელი მოსამართლისაგან მოითხოვს ბრალდების მოხსნას. „კონკორდ მენეჯმენტს“ ხელმძღვანელობს ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი - აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული მილიარდერი. „კონკორდს“ მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც ბოლოხანს მოიყვანეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა, როცა თქვეს, რომ სპეციალური გამომძიებელი რობერტ მიულერი უკანონოდ არის დანიშნული და, შესაბამისად, არ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო გავლენის გამოსაძიებლად. „კონკორდი“ მიეკუთვნება სამ რუსულ ორგანიზაციას, რომელსაც - ისევე როგორც 13 რუს პირს - მიულერის ადმინისტრაციამ თებერვალში წაუყენა აშშ-ში არჩევნებზე გავლენის მოსახდენად შეთქმულების ბრალდება. ამ ბრალდების თანახმად, კამპანიას ძირითადად ახორციელებდნენ „კონკორდი“ და მისი „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და ცნობილია, როგორც „ტროლების ფაბრიკა“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG