Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში


ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში, გაიხსნა მუზეუმი „არვის ჩვენი მიწა“. სამუზეუმო სივრცეში, რომელიც ხურჩის სასოფლო ბიბლიოთეკის ორ ოთახს იკავებს, რუსული ოკუპაციის ამსახველ ფოტოებთან ერთად სოფელ ხურჩის შესახებ ისტორიული ცნობებიც შეინახება.

მუზეუმი შეიქმნა პროექტის - „ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" - ფარგლებში, „ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დახმარებითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით. მუზეუმის გახსნას დღეს სოფლის მცხოვრებლებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გიორგი აბაშიშვილის სიტყვებით, დღეს ამ მუზეუმში გამოფენილია მხოლოდ ფოტომასალა, თუმცა ცოტა ხანში ეს იქნება ადგილი, სადაც მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ წელიწადში მუზეუმის გაფართოებას და გარემონტებას გეგმავს.

როგორც „ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ეტაპობრივად მუზეუმი შეივსება მასალებით. დღეიდან კი მისი კარი ღიაა როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ისე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი ადამიანებისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. სოფლებს ერთმანეთისგან პატარა ღელე „ხურჩია“ აშორებს. სწორედ ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან მოკლეს 2016 წელს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG