Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობას აჩერებს


შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს.

„შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.

ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, ელექტრონულ მისამართზე - info@ombudsman.ge.

ალტერნატიული ფართის დაქირავებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა მთავრობის უახლოეს სხდომაზეა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG